пятница, 19 декабря 2008 г.

1.პროექტის სახელი.: ალილო


2.პროექტის მოკლე აღწერა:

„ალილოს“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად აღნიშნავენ. ჩვენი მიზანია შევკრიბოთ მასალები; კუთხეების მიხედვით აღვწეროთ ამ ტრადიციის მნიშვნელობა.

3.პროექტის სრული აღწერა:

ალილო, ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში ("ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე" და სხვა) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. "ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.


4 მონაწილეთა ასაკი, კლასები:

IX, X, XI.


5. ვადები, ხანგრძლივობა:

2008 წლის ნოემბერი,დეკემბერი.


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

ალილოს ტექსტების შეკრება, საგალობლების მოძიება და მოსმენა,იმ ნაწარმოებების გაცნობა, რომელშიც აღწერილია ეს ლამაზი ქართული ტრადიცია.ინტერვიუს ჩაწერა იმ ადამიანებისგან,რომლებსაც მონაწილეობა მიუღიათ მსვლელობაში.


7. მოსალოდნელი შედეგები:


ალილოს“ტექსტების შესწავლა და წარდგენა კლასში, „ალილოს “ ინსცენირება,ამ ტრადიციის ფესვების დადგენა.


8. სარგებელი სხვებისათვის:

მოეწყობა ''ალილოს"ვარიანტების მოსმენა, ფოტოების გამოფენა,მსვლელობა ალილოზე .

9. სამუშაო ენა:

ქართული


10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული,გეოგრაფია;ხელოვნება, მუსიკა. ბავშვებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი ; ინტერვიუს ჩაწერის ჩვევა; პრეზენტაციის წარდგენის უნარი.


11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ სარალიძე 56_ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი


13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: saralidzetamar@gmail.com

14. პროექტის ფორუმი

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://.alilo-tatuka.blogspot.com